|
2021-03-24 02:00:33, 909 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგს ყველა პარტნიორი აღნიშნავს და აღიარებს
საქართველოს თანამშრომლობის ინტენსივობა პარტნიორ ქვეყნებთან და ნატოსთან, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ინიციატივები - ის ძირითადი თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში გადაცემაში „დღის კურიერი“ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, წელს არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და პარტნიორებთან მუშაობის ინტენსივობა არ შენელდება. „მეტიც, ამ ბოლო შედეგებს, რაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ყველა პარტნიორი აღნიშნავს, აღიარებს. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო დაჩქარდეს და კიდევ უფრო სწრაფად გადაიზარდოს უფრო რეალურ ნაბიჯებში“, - აღნიშნა მინისტრმა. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით 16 ინიციატივაა გათვალისწინებული, რომლის შესრულებაც ჩვენი ვალდებულებაა. მან აქვე დაამატა, რომ არებული ინიციატივებიდან ორი უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენების იმპლემენტაციის მიზნით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრმა არსებითი პაკეტის განახლებისა და გადახედვის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა: „ჩვენ თუ რომელიმე კონკრეტულ მიღწევაში გვაქვს შედეგი, ის მიღწევა შეიძლება ჩაიხუროს, ახალი ინიციატივა წარმოიშვას ან არ წარმოიშვას, ანუ ეს პაკეტის გადახედვის მუდმივი პროცესია. წელსაც მოხდება პაკეტის გადახედვა“. ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების შესრულების შედეგზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებისთვის განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელების შედეგად თავდაცვის ძალებში მივიღებთ ინტელექტუალურად ახალ სახეს, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე შესყიდვების მიმართულებით და ა.შ. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ურთიერთობა აშშ-სთან. როგორც მან განაცხადა, 2023 წელს აშშ-სთან კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი ურთიერთობა და ახალი, 5-წლიანი ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმება.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)