|
2021-03-24 01:56:48, 798 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი - პარტნიორებთან ვმუშაობთ დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ძირითადი აქცენტი შესაძლებლობების განვითარებაზე კეთდება და ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის შესახებ. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, 2020 წელს საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება. „2020 წელს ხელშეკრულება დაიდო ისრაელის ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „რაფაელთან“ და სრული აღდგენა და მოდერნიზაცია უკვე დაწყებულია. ჩვენ პროდუქტს მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს პარტნიორებთან მუშაობა დრონების ერთობლივ წარმოებაზე: „მე პირადად გახლდით ერთი თვის წინ ვიზიტით პოლონეთში და ჩეხეთში. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე, რაც უახლოეს მომავალში მივა შედეგამდე“. თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემების „ჯაველინების“ შესყიდვასთან დაკავშირებით. „ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან „ჯაველინების“ შეძენაზე, შევიძინეთ M4-ები, “დელტაში” აღვადგინეთ 2010 წელს დაწყებული წარმოება, რომელიც აკვანშივე ჩაიკლა სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩვენ ამ პროცესსაც გავმართავთ და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გვექნება ადგილობრივი წარმოება”, -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მინისტრმა თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 დღის წინ გამოიცა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს კონკრეტული პერიოდისთვის, ხოლო მეორე დოკუმენტში 2020-2030 წლის გეგმებზეა საუბარი.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)