|
2021-03-19 16:18:17, 761 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია ექთნის გარდაცვალებაზე: ეს გამოიწვევს შიშს, უნდობლობას - შევეცდებით დავაბრუნოთ ვაქცინაზე რწმენა
გვესმის, რომ ეს გამოიწვევს მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანს, უნდობლობას, შევეცდებით მოქალაქეებს დავუბრუნოთ რწმენა ვაქცინაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 27 წლის კოვიდვაქცინირებული ექთნის გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოში ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების შემთხვევა ყოველწლიურად ფიქსირდება, ასევე გასულ წელს დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევაც. „სამწუაროდ ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება, ეს აქამდე არ უკავშირდებოდა კორონავირუსის ვაქცინას, რადგან ეს ახალი ვაქცინაა, დაახლოებით 40-60 შემთხვევა სტატისტიკაში აღწერილია, გარდაცვალების შემთხვევებიც არის დაფიქსირებული, გასულ წელს ანაფილაქსიით 2 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის ვაქცინაციას და იმას, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანს და უნდობლობას მოსახლეობისთვის, ამდენად მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ იმისთვის, რომ მათ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)