|
2021-03-19 13:49:57, 456 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა USAID/Georgia-ის დაფინანსებით დაწყებულ პროგრამას მიესალმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს. კერძოდ, საუბარია USAID/Georgia-ის დაფინანსებით დაწყებულ ახალ ინიციატივაზე "საკადრო რესურსების გაძლიერება აჭარის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის". ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებს თავიანთი კარიერა სტუმართ-მასპინძლობის მენეჯმენტს დაუკავშირონ. „ჩვენ ტრადიციულად მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, კერძოდ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მივესალმებით იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც სააგენტო ახორციელებს. კერძოდ, ამ პროგრამით სააგენტო ხელს უწყობს დასაქმებას ტურისტულ ინდუსტრიაში. პროგრამის ფარგლებში მათ მოახდინეს 430-მდე ადამიანის მომზადება-გადამზადება სტუმართ-მასპინძლობის სფეროს მენეჯმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ, ჩვენც მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების შენარჩუნებას. USAID-ის ზემოხსენებული პროგრამა კი სწორედ იმის წინაპირობაა, რომ ამაღლდეს ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა კვალიფიკაცია", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ბათუმში დაწყებული ინიციატივა, რომელსაც USAID/Georgia აფინანსებს, უკვე დაეხმარა 150 ადამიანს მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სრულგანაკვეთიანი სამსახურის პოვნაში, ასევე 50 პროფესიონალს მიეცა დაპირება პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასაქმებაზე. ჯამში, საკადრო რესურსების განვითარების ინიციატივით, რომელიც კერძო სექტორის პარტნიორმა „Key Management Solutions"-მა შეიმუშავა, მასპინძლობის მენეჯმენტში მომზადდა 430-ზე მეტი ადამიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)