|
2021-03-15 20:56:06, 485 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ვფიქრობ, თბილისის მერიის ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ და მიაღწიონ წარმატებას
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სტუდენტთა დახმარების სოციალურ პროგრამას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მოუწოდა, პროგრამის მოთხოვნებს გაეცნონ, დარეგისტრირდნენ და მერიის დაფინანსებით ისარგებლონ. კახა კალაძის განმარტებით, პროგრამა, როგორც ბაკალავრის, ისე სამაგისტრო მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს. „სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტებისთვის ჩვენ წელს გავზარდეთ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, რათა ფინანსურად დავეხმაროთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს. პროგრამაში შემოვიტანეთ გარკვეული ცვლილებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდეს. წელს 2 000-მდე ახალგაზრდას ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველა განხორციელებული ინვესტიცია, რაც ხმარდება ახალგაზრდებს, მათ განათლებას სამომავლოდ ისევ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება. ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს გვერდით დავუდგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში. თბილისის მერთან ერთად, სტუდენტთა დაფინანსების მნიშვნელობა, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარმა, ბაია სეხნიაშვილმა შეაჯამა. „წელს პირველად მომეცა ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ მაქვს უფრო მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული სტუდენტი ვიყო. გპირდებით, უკან დაგიბრუნდებათ ის, რასაც ახლა აკეთებთ“, - განაცხადა ბაია სეხნიაშვილმა. დედაქალაქის მერმა ასევე, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს ამოქმედდა. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. „ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით. ეს არის კაფეებისა და რესტორნების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება. პანდემიის პირობებში და რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ზოგადად, ამ მიმართულებას ძალიან გაუჭირდა. ამ ბიზნესების უკან დგანან ადამიანები, ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. მესმის, რომ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, თუმცა ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, რომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებას დავეხმაროთ, 2 მლნ ლარი გამოიძებნა, რათა მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის თანადგომა მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)