|
2021-03-13 22:39:46, 4584 ნახვა
სხვადასხვა
ლუკას! მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო - ბასილაშვილმა ქართველებას მადლობა გადაუხადა
დოჰას ტურნირის ჩემპიონმა ბასილაშვილმა გამარჯვებულის სიტყვა ქართულ ენაზე დაასრულა და შვილსა და თანამემამულეებს მიმართა: „ლუკას! მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო: შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები... და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!“- თქვა ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ფინალში ბასილაშვილმა ორ სეტში ისე მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა – 7:6(5), 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილისთვის ეს იყო მეექვსე ფინალი ATP-ის ტურნირებზე. პირველი ორი ფინალის წაგების შემდეგ, მან ზედიზედ ოთხი გადამწყვეტი მატჩი მოიგო ორჯერ ჰამბურგში, პეკინში და ახლა დოჰაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)