|
2021-03-09 13:07:39, 487 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ონლაინ ფორუმი „ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში“ ჩატარდება
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით 11 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ ფორუმი, რომელიც შეეხება განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობებს. ღონისძიება მიზნად ისახავს აღნიშნულ თემებზე ცნობადობის ამაღლებასა და მწვანე დაფინანსების მიმართ ინტერესის გაზრდას. ფორუმზე GEFF პროგრამას წარმოადგენენ მისი ექსპერტები ანდრო ბუთხუზი, თემით “ინვესტიციები განახლებად ენერგიაში” და მურად ხარაიშვილი - “კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია”; თიბისის წარმოადგენს ანა სარალიძე, გარემოსცდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მენეჯერი, რომელიც გააკეთებს პრეზენტაციას თემაზე : „თიბისის მდგრადი ფინანასირება“. მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყანა მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის 35% მისი ენერგიისა წარმოებული იქნება განახლებადი წყაროებიდან. პოლიტიკის ცვლილებამ საზოგადოების მზაობაც შეცვალა განახლებადი ენერგიის გამოყენებისადმი; სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებით, მისი ღირებულებით, დაფინანსების წყაროებითა და სქემებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში დადგმული მზის პანელების სადგურების 40% 2020 წელზე მოდის. ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება ბიზნესებს უბიძგებს, რომ შეამცირონ ოპერაციული ხარჯები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები ეძებონ. განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან ერთად, აქტუალურობას იძენს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თემაც. ქვეყნისათვის, სადაც აგრობიზნესი განვითარებულია, მნიშვნელოვანია იმ ტექნოლოგიებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენებასა და მიწის მდგრად დამუშავებაში შეუწყობს ხელს. მოცემულობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ბიზნესს მიეწოდოს ინფორმაცია მწვანე ეკონომიკაში ინვესტირების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების გზების შესახებ. ფორუმის სამიზნე აუდიტორია არის თიბისის ახლანდელი და პოტენციური კლიენტები, მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესები, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის მოხმარებაზე, ასევე, მზის ენერგიის ტექნოლოგიის მომწოდებლები, აგროსექტორში მონაწილე კომპანიები და ყველა, ვინც ზოგადად დაინტერესებულია მწვანე ეკონომიკით. მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ: https://forms.gle/8c335upQ11ps6cQY8 GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)