19:44 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 11:51:45, 603 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა

5 მარტი 2021, თბილისი - FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - თებერვალში, გაიზარდა და 116.0 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, 2020 წლის იანვრის ფასებს 2.4%-ით აღემატება, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 26.5%-ით; 

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი იანვართან შედარებით - 6.4%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, ინდოეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია.

2012 წლის აპრილის შემდგომ, თავის მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. იანვართან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 6.2%-ითაა გაზრდილი. ფასი გაზრდილია მცენარეული ზეთის (პალმის, სოიო, მზესუმზირა და სხვა) ყველა სახეობაზე.

1.7%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზს,  ჩინეთის მხრიდან კარაქზე გაზრდილი მოთხოვნა და ევროპაში, რძის დაბალი წარმოება წარმოადგენდა. კარაქისგან განსხვავებით, ფასები შემცირებულია ყველზე, აღნიშნულის მიზეზი შტატებში არსებული პროდუქტის უხვი მარაგებია.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, გაზრდილია 1.2%-ით. ჩინეთში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე - 17.4%-ით მოიმატა ფასმა სორგოზე. რაც შეეხება, სიმინდს, ხორბალსა და ბრინჯს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.

იანვართან შედარებით, 0.6%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის შემცირებული მარაგებით, მაშინ როცა, ღორის ხორცზე ფასების შემცირება, სწორედ პროდუქტის უხვმა მარაგმა გამოიწვია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics