2021-03-04 17:31:16, 617 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პომპეო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკუთარ კანდიდატურას იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დონალდ ტრამპი არ იყრის.
„ყოველთვის მზად ვიყავი ბრძოლისთვის. ჩვენ დიდი ხანია კონსერვატიული მოძრაობის ნაწილი ვართ და ვზრუნავთ ამერიკაზე. ვაპირებ ამის შენარჩუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ კანდიდატურას დონალდ ტრამპი არ დააყენებს“, - განაცხადა პომპეომ.
ცნობისთვის, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არც დონალდ ტრამპი გამორიცხავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,