|
2021-03-01 23:07:34, 1230 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა ნახოთ ბათუმში ამ ზაფხულს
რის განმავლობაში ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატებს ზაფხულის მოლოდინიც. ყველა მოუთმენლად ელის პანდემიის დასრულებას, შეზღუდვების მოხსნასა და ზაფხულს. წელს ზაფხული თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, გირჩევთ უკვე იფიქროთ ამაზე. ადამიანების უმეტესობა ზღვისპირეთს მიაშურებს და ტრადიციად ქცეულ ბათუმურ ვიაჟს მოიწყობს. ამიტომაც ბათუმი სწორედ ის ქალაქია, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის პირველ რიცხვებამდე. ბათუმის ვიზიტისას ყველა სტუმარი მზადებას საცხოვრებლის შერჩევით იწყებს. ბინები ბათუმში როგორც წესი, დღიურად ქირავდება, რომლის ფასიც გამომდინარეობს ლოკაციიდან და მდგომარეობიდან. ბინის არჩევის შემდეგ უკვე დღის წესრიგში ის საკითხი დგება, თუ რა შეიძლება მოინახულო და სად გაერთო. სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ამ ზაფხულს და რომლის გამოც ნამდვილად ღირს ბათუმში დასვენება. ალი და ნინო დარწმუნებულები ვართ, უკვე ბევრჯერ მოგისმენიათ მათ შესახებ, თუმცა თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს მომაჯადოებელი სანახაობა. ალი და ნინოს ქანდაკებას ბულვარის დასაწყისში შეხვდებით. პიაცა ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ. იდეა აღებულია ვენეციური მოედნიდან. მოედანზე განთავსებულია რესტორანი და სასტუმრო, საღამოობით კი უკრავს ცოცხალი მუსიკა. დელფინარიუმი თუ პატარა გყავთ ოჯახში, ეს ის ადგილია სადაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის ჯადოსნურ მოგონებას ნამდვილად აჩუქებთ. გაწვრთნილი დელფინების სეციალური პროგრამა ნამდვილად გაგიხალისებთ მზიან დღეებს. ჭაჭის კოშკი თუ ქართულად მომზადებული ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ბრძანდებით, ან სულაც უბრალოდ გსურთ დღე უჩვეულო და სასიამოვნო აქტივობას დაუთმოთ, სადაც ალკოჰოლიც ურევია, მაშინ ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ჭაჭის კოშკში მდებარეობს ბულვარის დასაყისში და საჩუქრად ჭაჭას მიიღებთ. ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამორჩეულია მსოფლიოში, რადგან აქ არსებული მცენარეთა სახეობები აღებულია სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან, რომლებიც უნიკალურად თანაარსებობენ. ასევე, ამ ადგილას ზაფხულის სიცხისგან გაბეზრებულებს შეგიძლიათ თავი შეაფაროთ და დატკბეთ სიმწვანით. გონიოს ციხე გონიო-აფსაროსის (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე დაარსდა I საუკუნეში. აქ ასევე განთავსებულია მუზეუმი და ნაკრძალი, სადაც დაცულია ექპონატები, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე. პეტრას ციხე პეტრას ციხე აშენდა 535 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით. ეს სწორედ ის ცნობილი ქაჯეთის ციხეა, რომელიც რუსთაველმა ვეფხისტყაოსანშიც აღწერა. მდებარეობს ბათუმთან ახლოს, ციხისძირში. ზღვა და მაინც ჩვენი ბათუმში ვიზიტის მთავარი მიზეზი ხომ შავი ზღვაა. აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა გაცუროთ, ხოლო თუ შესაძლებლობები გიწყობთ ხელს, ბინები ბათუმში სწორედ შავი ზღვის ხედით უნდა იქირაოთ. ეს ის ადგილებია, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს და უკმაყოფილოს არავის დატოვებს. ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება ფიზიკურად ვერ მოახერხოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხნით რჩებით, თუმცა ზღვას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბინები ბათუმში სასურველი ხედით მარტივად იპოვოთ, აუცილებელი არ არის ყველა შენობას სათითაოდ ესტუმროთ, ყველა ბინა განთავსებულია Dgiurad.ge-ზე, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ კომფორტულად.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)