|
2015-10-07 19:45:14, 545 ნახვა
პოლიტიკა
მიშელ პლატინი ირაკლი ღარიბაშვილს - მჯერა, რომ უეფასა და თქვენი მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ფეხბურთი სწრაფად განვითარდება
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა. წერილს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, დღესაც აქტუალურია ის მოგონებები, რომლებიც თბილისში გამართულ დიდი სუპერთასის ღონისძიებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხსაც დიდხანს ემახსოვრება იმ დღის ემოციები. მსგავს წარმატებას სუპერთასის ორგანიზების საქმეში, პირველ რიგში, უნდა ვუმადლოდეთ თანამშრომლობას უეფასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქვეყნის ხელისუფლებასთან, რაც სწორედ თბილისში მოხდა. მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც შენარჩუნდება და მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება იმისათვის, რომ საქართველოში ფეხბურთი წარმატებული იყოს. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ერთმანეთს არა მარტო თქვენს ოფისში ან სტადიონზე, არამედ სადილის დროსაც, რომელზეც თქვენ, თქვენი კეთილი ნებით, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს უმასპინძლეთ. მე შევამჩნიე და ეს მახარებს, რომ თქვენ მონდომებული ხართ ხელი შეუწყოთ ფეხბურთის განვითარებას თქვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც და მე მოხარული ვარ, რომ ამ კუთხითაც მივაღწიეთ ურთიერთგაგებას. მე წინადადება შემოგთავაზეთ ქართული ფეხბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და, როგორც ჩანს, ჩვენი შეთანხმება ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება იყო ყველასთვის. მჯერა, რომ უეფასა და თქვენი მთავრობის ერთობლივი მხარდაჭერით, ფეხბურთი სწრაფად განვითარდება საქართველოში, სადაც უდავოდ არსებობს ამის დიდი პოტენციალი“, - ნათქვამია მიშელ პლატინის წერილში.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)