19:09 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 12:08:21, 468 ნახვა

კომენტარი
„უფლებები საქართველო“ - ნიკა მელიას დაკავებისას სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს

„უფლებები საქართველოს" განცხადებით, დღეს ნიკა მელიას დაკავების მიზნით ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციისას სამართალდამცველებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა.

„უფლებები საქართველო" საგანგაშოდ მიიჩნევს დახურულ სივრცეში აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის გამოყენებას.

„ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა კანონისმიერი საფუძვლით მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან პარტიის კომპიუტერული სერვერის ამოღება. ხელისუფლების მიერ ამ მასშტაბის და ფორმის სპეციალური ოპერაციის ჩატარება კიდევ უფრო ამძაფრებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

„უფლებები საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიის ლიდერების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და განაახლოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.   ამასთან, მნიშვნელოვანია, კონფლიქტის დეესკალაციისთვის მშვიდობიანი ნაბიჯები გადაიდგას ასევე თავად ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან.

„უფლებები საქართველო" მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მოქალაქეს და აქტივისტს, შეინარჩუნონ სიმშვიდე,  არ დაუშვან პროცესის შემდგომი ესკალაცია და პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, დაიცვან საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული და გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

უფლებები საქართველო განაგრძობს განვითარებული მოვლენების დაკვირვებას და მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაკავებულ აქტივისტებს, მშვიდობიან მანიფესტანტებს და მედიის წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics