20:00 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:04:13, 400 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში

საპარლამენტო კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ნატოსთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან დაახლოება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთგული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდება;

„2020 წელს დამტკიცებული განახლებული არსებითი პაკეტის ვალდებულებების შესრულება კი, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს: „გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. ამ მიზნით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან აღსრულებას გავაგრძელებთ. განახლების პროცესის შედეგად, 2 ინიციატივის, ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება და 3 ახალი ინიციატივის დამატება მოხდა. ჩამოვაყალიბეთ ახალი სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლების წინაშე საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ჩატარებისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი სამხედროების ჩართულობის როლზეც ისაუბრა.

როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლის თანახმად სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ეს პოლიტიკა აუცილებლად აღსრულდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics