|
2021-02-21 20:27:58, 305 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებად დასახული გვაქვს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით ნატოსთან თავსებადობის გაზრდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ნაწილი წარადგინა. მან ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი ქვეყანა მუდმივად განიცდის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით წნეხს, ასევე გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის სურვილზე, შეიცავს უსაფრთხოების რისკებს საქართველოსთვის და მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. არსებული გარემოსა და გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ღირებულებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ჩვენი მოქალაქეებისათვის კეთილდღეობის შესაქმნელად, საქართველო ვალდებულია განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ურყევ არჩევანს“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითადი მიზნების, ეფექტური შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებად დასახულია ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერება და სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. ასევე, მან თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში არსებული უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება დაასახელა.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)