13:05 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 10:44:13, 559 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია საკადრო ცვლილებებზე: შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიაში არსებული ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში კვალიფიციური კადრებით შეივსება.

ამასთან, ნარმანიას კანდიდატთა ვინაობა მთავრობის სხდომაზე არ დაუსახელებია.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და თანმიმდევრულად და ეფექტიანადა განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics