|
2015-10-07 10:12:44, 718 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ბელგიის ფედერაციული პოლიციის ოპერატიული ანალიზის სამსახურის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამდღიანი ვიზიტით, ბელგიის ფედერაციული პოლიციის ოპერატიული ანალიზის სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ბელგიური მოდელი გააცნეს. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა არის თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პრაქტიკაში ეფექტური განხორციელება. შეხვედრაში მონაწილე, შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ უწყებაში ანალიტიკური საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვას. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები პოლიციის დანაყოფებს ეწვივნენ და საქართველოს შს სამინისტროში საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. ვიზიტი ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)