|
2015-10-07 09:41:11, 573 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: პრეზიდენტსა და გენერალური შტაბის უფროსს შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობისას ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ დოლიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა. თინა ხიდაშელის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილსა და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შორის არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, როგორც ეს ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პირადად დაინტერესდა ვაშინგტონის ინციდენტის მონაწილე პირის, სამხედრო მოსამსახურის, ვახტანგ დოლიძის მიერ წამოჭრილი საკითხით და 2011 წელს მომხდარ ამბებთან დაკავშირებული დოკუმენტები გენერალური ინსპექციიდანაც გამოითხოვა. „არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა პრეზიდენტსა და გენშტაბის უფროსს შორის. არათუ ჭიქების სროლა, სიტყვიერი შელაპარაკებაც არ ყოფილა. ჭიქა ისროლა ვახტანგ დოლიძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში არა სამსახურებრივი მივლინებით, არამედ, საკუთარი ინიციატივით იმყოფება. ის არის პატივსაცემი ადამიანი, ავღანეთში არის დაჭრილი და უზარმაზარ პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს. ვფიქრობ, ცოცხალი გმირები არიან და მუდმივად ამ დამსახურების აღიარების მდგომარეობაში იქნებიან. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ასეთ დროს განსაკუთრებულად მოგეთხოვება... იგი საუბრობს 2011 წელს მომხდარ ინციდენტზე და ამბობს, რომ საკითხი სათანადოდ არ გამოიძიეს. დავინტერესდი ამ საკითხით და გენერალური ინსპექციიდან მომიტანეს 2011 წლის ინციდენტთან დაკავშირებული სრული მასალა. უნდა შევისწავლო ეს მასალა. თუ გამოიკვეთა დარღვევა და ამ პროცესში მონაწილე ადამიანი დღემდე მუშაობს სამინისტროში, რა თქმა უნდა, ის პასუხს აგებს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, ეკისრება სამხედრო მოსამსახურეებსაც და ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტის გამო ვახტანგ დოლიძემ, წესით, ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან ეს სამხედროსთვის უღირსი საქციელია.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)