|
2021-02-19 14:55:28, 1105 ნახვა
სამხედრო
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ განცხადებას ავრცელებს
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ სამხედროებისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ყველა ტიპის გადაცდომაზე შესაბამის რეაგირებას. როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროში, სამხედროებზე ზრუნვა და მათი უმაღლესი სტანდარტების პროდუქციით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. აღნიშნული პოლიტიკა კვებითი უზრუნველყოფის თვალსაზრისით გულისხმობს სამხედროების მრავალფეროვანი და საუკეთესო ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფას. ამ გზაზე გატარებულ ღონისძიებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები, რაც აგრეთვე გულისხმობს კვების ხარისხში შესაძლო პრობლემების აღმოფხვრისა და დარღვევების პრევენციის მიზნით ნებისმიერი ტიპის მცირე ხარვეზზეც კი კანონით გათვალისწინებულ მკაცრ რეაგირებას. აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, ცალკეული კომპანიები კვლავ ცდილობენ უგულვებელყონ დაწესებული მაღალი სტანდარტები და შესაბამისად სახელმწიფო კვების კომპანიას უწევს მკაცრი ზომების გატარება. კერძოდ, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს მიერ ყველის შესყიდვის თაობაზე, გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ვანი როქს“, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. თუმცა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისერი ქმედებისა და ასევე ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობის გამო, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-მ მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ შპს „ვანი როქს“-თან კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2021 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მოცემული განცხადება წარმოადგენს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ პოლიტიკას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, ყველა ტენდერთან და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, შედგეს ჯეროვანი საჯარო და პროაქტიური კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს ფაქტებით მანიპულაცია და საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)