11:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 20:58:00, 547 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საელჩო - ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილი თავშეკავება ნიკა მელიას საქმესთან დაკაშვირებით დასაფასებელია

„ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილი თავშეკავება ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვირებით დასაფასებელია“, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ მზად არის კვლავ დაეხმაროს საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების აღდგენაში.

„შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics