|
2015-10-06 17:45:10, 433 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჟენევაში, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ესხდომაზე, გენერალურ დებატებზე, სიტყვით წარსდგა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მინისტრმა განმარტა დევნილთა და ლტოლვილთა კუთხით არსებული ზოგადი ვითარება საქართველოში. სოზარ სუბარმა ისაუბრა სირიიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და ავღანეთიდან ლტოლვილთა გაზრდილ შემოდინებაზე საქართველოში და მწუხარება გამოთქვა, რომ მსოფლიო მასშტაბით ლტოლვილთა რიცხვი გაიზარდა. „ამ საკითხში საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირის პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალებით შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მხრივ სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ლტოლვილისა და საერთაშორისო საჭიროების მქონე სხვა პირთა შესახებ საქართველოს კანონზე. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დევნილთა განსახლებისა და ინტეგრაციის კუთხით სამინისტროს მიღწევებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. მან ხაზი გაუსვაიმფაქტს, რომ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ამ მიმართულებით დახმარების აღმოჩენისკენ. სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, ყურადება გაამახვილა მავთულხლართების აღმართვასა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებს შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს ჟენევის დის- კუსიებში აქტიური ჩართულობისთვის და გაეროს ლტოლვითა უმაღლეს კომისარიატს დევნილთა და ლტოლვილთა მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისთვის. მინისტრის გამოსვლა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტიერეშმა შეაფასა. „მე ძალიან მომწონს თქვენი პოლიტიკა დევნილთა ინტეგრაციის მიმართულებით. ხშირად ქვეყნები გადაადგილებულ პირებს ცუდ პირობებში ამყოფებენ, რომ ეს თემა პროპაგანდის იარაღად გამოიყენონ. თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც გარანტიას აძლევს იძულებით გადაადგილებულებს იცხოვრონ ღირსეულად, რა თქმა უნდა, დაბრუნების უფლების შენარჩუნებით. ჩვენ ასევე მივესალმებით თქვენს პოლიტიკას თავშესაფრის საკითხებში“, - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა. სოზარ სუბარის ვიზიტი ჟენევაში კვირის ბოლომდე გასტანს. დაგეგმილია შეხვედრა მინისტრსა და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველო გახდა გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ქვეყანა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)