|
2021-02-16 16:41:55, 594 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის დელეგაცია გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანრძლივებას ეუთოში განცხადებით გამოეხმაურა
ევროკავშირის დელეგაცია განცხადებით გამოვიდა 2021 წლის 11 თებერვალს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, სადაც გაიმართა მსჯელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. ევროკავშირის გაცხადებაში კვლავ გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა. „ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატების გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ კონტექსტში, ევროკავშირი ასევე ახსენებს რუსეთის ფედერაციას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფარგლებში მის პასუხისმგებლობას" - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)