|
2021-02-15 12:24:54, 673 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - კობახიძის, კალაძის, მურუსიძის და გავრილოვის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ, მიკვირს რატომ ბაქიბუქობენ
ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ვინ აღმოჩნდა მართალი, მე თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მისი დაჭერის თავი არ აქვს და ტყუილად ბაქიბუქობენ. „მივმართავ ივანიშვილის გუნდს, მის დეპუტატებს, მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს. ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდის, გადაიხდისო დაზუთხულივით. 3-4 დღე ამაზე საუბრობდა კალაძე, კობახიძე, თალაკვაძე, გახარია და ყველა. ხომ არ გადავიხადე გირაო? ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ. ვინ აღმოჩნდა მართალი, მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები „ქართულ ოცნებაში“? - მე. ამიტომ, როდესაც ვამბობ, რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დავუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი არა, უნდა დავუჯეროთ მელიას, რადგან ემპირიული გამოცდილებაა. მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ? იმიტომ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კობახიძე, კალაძე, მურუსიძე, გავრილოვის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ. ვერ დამიჭერენ. ძალიან მიკვირს რატომ ბაქიბუქობენ იმ საკითხზე, რისი თავიც არ აქვთ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამისი თავი არ აქვთ, ვერ დამიჭერენ. ამ საქმეზე აბსურდული პრეცედენტებია დაშვებული. საკმარისია ეს საქმე სტრასბურგამდე ჩავიდეს და მოგებული იქნება. თუ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ფიქრობს, რომ გავრილოვის გამო შეიძლება ვინმე დაიჭირონ, ასეთ მოქალაქეს არც მინდა რომ ვიცნობდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)