19:02 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 11:36:25, 607 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია და არც ერთ ჩვენგანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს

პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია და არც ერთ ჩვენგანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს.

როგორც თურნავა აღნიშნავს, პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისწავლოთ და არ ავრიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება, რომელსაც აქვს თავისი წესები. სასამართლო მიმდინარეობს და გამოიტანს თავის განაჩენს, არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტების მიმართ, ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც მიუღებელია. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთიანი და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს, მიუხედავად პოლიტიკური აქტივობისა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics