|
2021-02-12 23:18:20, 725 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ილია წმინდა სინოდზე - მათ დიდი ხანია გაყიდეს ქრისტე და შეიყვარეს ამქვეყნიური ფუფუნება
„მათ დიდი ხანია გაყიდეს ქრისტე და შეიყვარეს ამქვეყნიური ფუფუნება“, - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. მან ასევე აღნიშნა, რომ წმინდა სინოდი ფორმირებულია საბჭოთა კგბ-ს მიერ. „საქართველოს ეკლესიას მართავს არა სინოდი, არამედ სინედრიონი, რომელიც ამახინჯებს საეკლესიო კანონებს და მუდმივად არღვევს საეკლესიო სამართალს, ორი დღეა ცოდვილობენ გვერდნახევარი ტექსტის ჩამოყალიბებას და ძლივს გამოაქვეყნეს, რის გამოც არ იმსახურებენ ელემენტარულ პატივისცემასაც კი, რადგან მათ დიდი ხანია გაყიდეს ქრისტე, და შეიყვარეს ამქვეყნიური ფუფუნება, განცხრომა, ძალაუფლება და უსამართლობა. საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება) აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში, ნაცვლად იმისა რომ ემსჯელათ მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ საქართველოში შემოჭრაზე და ცხინვალში უზარმაზარი რუსული ეკლესიის აშენებაზე და დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნულ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქადაგებებზე, ეპ. იაკობის, მიტრ. საბა გიგიბერიას და ეპისკ. სპირიდონ აბულაძის არასერიოზულ ქადაგებებზე/განცხადებებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, მე-4 საკითხად გატანილ იქნა ჩემი საკითხი, რომ ჩემი კრიტიკა საპატრიარქოს და მისი ცალკეული იერარქების ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, ანტიჰუმანისტურ ქმედებებზე არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ამიტომ ვიმსახურებს სადამსჯელო კომისიის მიერ განხილვას და შესაბამისად სასჯელს. უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი, მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველო და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად! დანარჩეს უფრო დეტალურად თანდათან მოგახსენებთ და განვაცხადებ!“, - წერს დეკანოზი ილია
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)