21:53 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 11:40:48, 605 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათი პოლიტსაბჭოს პერსონალური შემადგენლობა გადაიხედება

„ევროპულ საქართველოს“ ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ როგორც სტრუქტურულ წყობას პარტიის, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემოდგენლობას“, - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

გოგორიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოდან“ წასვლას არავინ აპირებს.

„მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ევროპულ საქართველოს წესების მიხედვით,ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ როგორც სტრუქტურულ წყობას პარტიის, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემოდგენლობას. პირდაპირ წერია, რომ გამომდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან მოხდება გადახედვა, თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება.

თუმცა, ეს არ არის პერსონალიებთან დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია იმ კონკრეტულ შედეგებთან, რომელიც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებს და კონკრეტულად ლიდერების საკითხებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით არავინ არსად წასვლას არ აპირებს“, - განაცხადა გოგორიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ გამოაცხადა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95-ის და 12 ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდის განადგურების შესახებ.
ტრამპმა კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირი მზადაა ითანამშრომლოს სირიასთან, აფხაზეთის აღიარების უარყოფაზე
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics