21:53 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 20:13:03, 595 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ბარიერის 0%-ზე დაწევაში მაშინ, როდესაც რუსეთის საცეცები ქვეყანაში ასეთი აქტიურია, გარკვეულ საფრთხეებს ვხედავ

„ბარიერის 0%-ზე დაწევაში მაშინ, როდესაც რუსეთის საცეცები ქვეყანაში ასეთი აქტიურია, გარკვეულ საფრთხეებს ვხედავ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პარტია რომელიც ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე პარლამენტში შევა, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდება.

„0%-ზე დაწევაში მაშინ, როდესაც რუსეთის საცეცები ასეთი აქტიურია ამ ქვეყანაში, გარკვეულ საფრთხეებს ვხედავ. თუმცა 3%-მდე დაწევა მე ვფიქრობ, რომ გონივრულია, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ფართო პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში და სულ ვამბობდი, რომ ვინც არ უნდა შევიდეს პარლამენტში პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, თუნდაც ერთჯერადად, ეს იქნება „ქართულ ოცნებაში“ შესვლის ტოლფასი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ გამოაცხადა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95-ის და 12 ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდის განადგურების შესახებ.
ტრამპმა კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირი მზადაა ითანამშრომლოს სირიასთან, აფხაზეთის აღიარების უარყოფაზე
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics