|
2021-02-09 18:39:24, 798 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - პანდემიის მიუხედავად, ევროკავშირში საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა
9 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომის ფარგლებში გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი (2021-2023 წლების) სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. აღნიშნულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მან ისაუბრა DCFTA-ის განხორციელების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის, ბაზარზე ზედამხედველობის, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმებიც. მოხსენებისას გენადი არველაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად 2020 წელს, კოვიდ პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე ექსპორტის ზოგადი შემცირებისა, ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქართულ პროდუქციაზე, როგორიცაა: თხილი, ჩირი, მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილის წვენები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თევზის ფქვილი და გრანულები, ცხოველების სახლები. ასევე, ევროკავშირთან წარმატებული შეთანხმების შედეგია, რომ ამ გაერთიანებაში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ზოგადად ეს გაერთიანება ქართული წარმოების პროდუქციის საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ექსპორტში ადგილობრივი წარმოების პროდუქციას 65% ეკავა, ხოლო ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 24%-ით გაზრდილია და 89%-ს შეადგენს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)