|
2015-10-05 15:51:20, 564 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებით, თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოტექნოლოგიაზე პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
საქართველომ პირველ საერთაშორისო კონფერენციას ბიოტექნოლოგიების მიმართულებით უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი და აშშ-ის ტენესის უნივერსიტეტი. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ფონდი ბიოტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესდა. „აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ბიოტექნოლოგიების მიმართულებით ქართული პოტენციალით დაინტერესდა. დღეს გვაქვს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია. ფაქტობრივად, ჩვენი მთავარი მიზანი არის და ასევე, აღნიშნული კონფერენციის მიზანი არის იმ საინტერესო ტექნოლოგიების აღმოჩენა, რომლის კომერციალიზაცია შემდეგში შესაძლებელი იქნება. ზოგადად, ბიოტექნოლოგიების დარგი არის მრავალმილიარდიანი ინდუსტრია. ჩვენი მიზანია ის უნიკალური ტექნოლოგიები, რაც გააჩნია ჩვენს მეცნიერებს გავიდეს ამერიკის ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ. ამასთან, თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი. დღეს განხილული იქნება ბიოტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობა საქართველოში. ამაში ჩართულია როგორც განათლების, ასევე სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული სამუშაო შეხვედრების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ის კონკრეტული მიმართულება, სადაც საქართველოს გააჩნია კონკურენტუნარიანი უპირატესობა. ასევე ჩამოყალიბდეს ის მიმართულებები, რომლებიც საქართველოს მომავალში მოუტანს დამატებით შემოსავალს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კვლევებისა და მეცნიერების განვითარებას. სამთავრობო სტრატეგიაში, „ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის“ აღნიშნული სფერო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტადაა აღიარებული. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაზე და მოცემული ინოვაციების დანერგვა, საქართველოს პოტენციალის გაზიარება ბიოტექნოლოგიების მიმართულებით და საერთო კვლევებისა და პროექტების ინიცირება. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, სფეროს პოპულარიზაცია, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ახალი გამოწვევების მიღება. ®
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)