12:57 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 09:29:22, 842 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება

აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წესებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როგორც უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი აცხადებს, იმპიჩმენტის პროცესის სტრუქტურა უაღრესად სამართლიანია.

პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წევრები ბრალდების მხარის როლს, ხოლო სენატორები ნაფიც მსაჯულთა როლს შეასრულებენ. ამასთან, იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.

პროცესი 4-საათიანი დებატებით გაიხსნება. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომლითაც როცედურის კონსტიტუციურობა უნდა დადგინდეს.

მომდევნო პროცესი ოთხშაბათს გაიმართება. დებატების დროს თითოეულ მხარეს პრეზენტაციების წარსადგენად 16 საათი მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სენატმა ტრამპის ბრალეულობა ამერიკის კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმისას ამბოხების წახალისებაში უნდა განსაზღვროს, რომლის შედეგადაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. კაპიტოლიუმზე თავდასხმის შედეგად კი ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics