|
2021-02-08 17:55:27, 877 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე - ჩვენი სამართლებრივი სტრატეგია ემყარებოდა სტრასბურგის პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ახლებურად გააზრებას
ჩვენი სამართლებრივი სტრატეგია ემყარებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ახლებურად გააზრებას და რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების განგრძობადობის დასაბუთებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება: „სამართლებრივი სტრატეგია, ასევე, ეფუძნებოდა იურისდიქციისა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ახლებურად გააზრებას და, რაც მთავარია, რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების განგრძობადობის დასაბუთებას. შედეგად მივიღეთ ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და რუსეთის მხრიდან დარღვევები დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „ადმინისტრაციული პრაქტიკის" მისეული დეფინიცია არ ეყრდნობა მაინცდამაინც აქტების რაოდენობრივ მახასიათებელს; ჩვენ ვაცნობიერებდით იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, რასაც წარმოადგენდა ევროპის საბჭოს ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფლიქტისას მომხდარი დარღვევების განსჯა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თვალსაზრისით. შესაბამისად, სამართლებრივი სტრატეგია აგებული იყო იმგვარად, რომ გარკვეული გაგებით სასამართლო მაქსიმალურად შეგვებოჭა განხილვის პროცესში ისე, რომ მას ემსჯელა ომის საქმეზე. ამას ემსახურებოდა ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 23 მაისს, სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე გამართული საბოლოო მოსმენიდან 3 თვეში, ახალი სახელმწიფოთაშორისი დავა დავიწყეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა 2008 წლის ომის შედეგებს – განგრძობად ადმინისტრაციულ პრაქტიკას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში; სამართლებრივი სტრატეგიის ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდასა და დევნილების დაბრუნებაზე; სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ოკუპაციის" ცნების დამკვიდრების თვალსაზრისით, ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ – სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრაქტიკაში პირველად მოხდა, როცა პოლიტიკური და სამართლებრივი გაგება ერთმანეთს შეერწყა და სასამართლომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე მყარად იმსჯელა ოკუპაციის, როგორც სამართლებრივი კატეგორიის, შესახებ. „ოკუპაცია" გახდა „ეფექტური კონტროლის" ტოლფარდი და, შესაბამისად, იურისდიქციისა და შემდგომ მხარე-სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის შერაცხვის საფუძველი; ეთნიკური წმენდის თვალსაზრისით, შევისწავლეთ და პოზიციებში გავითვალისწინეთ 1994 წლის ეუთო-ს ბუდაპეშტის სამიტის დასკვნები, აფხაზეთში საქართველოს კონფლიქტის თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ეთნიკურად მოტივირებული მკვლელობების შესახებ და, რაც მთავარია, აფხაზეთში საქართველოს ეთნიკური წმენდის შესახებ 1996 წელს გაერო-ს ოფიციალურ დოკუმენტად გავრცელებული ანგარიში. სტრასბურგის სასამართლოს მიერ 21 იანვრის გადაწყვეტილებაში კონვენციის ცალკეული მუხლის დარღვევების ქართველების ეთნიკურ წმენდად კვალიფიკაციამ შედეგად მოიტანა ის, რომ ვამტკიცოთ შემდეგი – საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრ-სახელმწიფოს გაუჩნდა სამართლებრივი ვალდებულება, არ აღიაროს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით შექმნილი ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; იგივე ეხება დევნილების დაბრუნების უფლებასაც. სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აკისრებს დევნილების დაბრუნების ვალდებულებას რუსეთის ფედერაციას და საინტერესოა ის, რომ ამ საკითხის კონტექსტში ახსენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც პოლიტიკურ ფორუმს, რაც ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს, როდესაც თავიდანვე ვცდილობდით პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებში პროცესების სინქრონიზება-კოორდინირებას; ამ სამართლებრივ სტრატეგიას ამყარებდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ჩვენ კოლეგა უწყებებთან ერთად მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)