|
2021-02-08 16:59:36, 519 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგში გამარჯვებისათვის ჩვენ გვქონდა მრავალკომპონენტიანი, წინასწარ დასახული და გააზრებული სტრატეგია
„ჩვენ გვქონდა მრავალკომპონენტიანი, წინასწარ დასახული და გააზრებული სტრატეგია, რომელსაც მიზანსწრაფულად და თანმიმდევრულად ვახორციელებდით 2013 წლის დასაწყისიდან“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება. „ეს სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნებოდა ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც გულისხმობდა, ერთი მხრივ, ყველა დავის გაერთიანებას, მართვის ერთიან პროცესში მოქცევას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტის ქვეშ, ხოლო მეორე მხრივ, ამ დეპარტამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას; ერთიანი მიდგომა, ასევე, გულისხმობდა იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების და, ასევე, მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში კონფლიქტების მოწესრიგების მიზნით, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უძღვებოდა. ჩვენი აქტიური ძალისხმევით საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში დაფიქსირდა როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სამართლებრივი საფუძვლების გამყარების მნიშვნელოვანი პრინციპი: ჟენევის მოლაპარაკებების, როგორც პოლიტიკური და სტრასბურგში მიმდინარე 2008 წლის ომის საქმის, როგორც იურიდიული პროცესის საკითხების იდენტურობიდან გამომდინარე, ამ ორი პროცესის კოორდინირების მიზნით იუსტიციის სამინისტროდან ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული მხრიდან ერთ-ერთი თანამომლაპარაკებლის რანგში უშუალოდ ვმონაწილეობდი; მნიშვნელოვანი იყო იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტის მონაწილეობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შექმნილ ჯგუფში სახელმწიფოთაშორისი დავების წარმოებისა და გადაჭრის შესახებ, რათა დაგვეცვა სახელმწიფოს ინტერესები და თავიდან აგვეცილებინა სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი დავების პროცედურების ჩვენთვის დამაზიანებელი ცვლილებები; ეს ძალისხმევა, ემსახურებოდა იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში ჩამოყალიბებულიყო ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, რომელიც უზრუნველყოფდა სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი დავების და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების ეტაპზე პროცედურული წესების განგრძობადობას და სტაბილურობას, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი დავების წარმატებით დასრულებისათვის“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)