|
2015-10-05 14:08:56, 564 ნახვა
საზოგადოება
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის წარმომადგენელი ეროვნულ არქივს სტუმრობდა
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, განათლებისა და კვლევის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ლოთარ ჯორდანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს შეხვდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობისა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ლოთარ ჯორდანმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოში შეიქმნას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდება საქართველოს ეროვნული არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ეროვნული მუზეუმი. გარდა ამისა, სტუმარი დაინტერესდა ეროვნული არქივის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებით, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტარდება. როგორც თავად აღნიშნა, ამ კუთხით, შესაძლოა, ეროვნული არქივი იუნესკოს პროგრამის ფარგლებში არსებული განათლებისა და კვლევის ქვეკომიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამასთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 2013 წელს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში მოხვდა. ლოთარ ჯორდანმა არქივში დაათვალიერა როგორც ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი, ისე მიმდინარე წელს ნომინირებულ უძველესი ქართული ხელნაწერები (8 დოკუმენტი). სტუმარი საქართველოში ყოველწლიური კონფერენციის „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში იმყოფება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)