18:28 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 13:22:16, 752 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - ვერ ვხვდები ოპოზიციის ქმედების მოტივს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციის მიერ მანდატების აღებაა. 

როგორც ევროპარლამენტარმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებზე იყო დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა.

ვიოლა ფონ კრამონმა კვლავ მოუწოდა ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ კუთვნილი ადგილები.

„მე რომ ამომრჩეველი ვყოფილიყავი საპარლამენტო არჩევნებში, მოველოდებოდი ჩემს წარმომადგენელს პარლამენტში. მნიშვნელობა არ აქვს - ის უმრავლესობას დაიკავებდა, თუ ოპოზიციაში იქნებოდა. მე მექნებოდა სურვილი, რომ ჩემი არჩევანი პარლამენტში მენახა. დიახ, იყო საარჩევნო კოდექსის დარღვევა, იყო გაყალბებაც, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შედეგებზე დიდი გავლენა მოეხდინა. ამას ადასტურებენ განსხვავებული არასამთავრობო და საარჩევნო ორგანიზაციებიც. ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ კუთვნილი ადგილები“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics