18:28 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 10:07:58, 614 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილემ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, მონაწილეობა მიიღო ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში.

ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უწყებების კომპლექსური მუშაობის როლს ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნა რომ ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარება რჩება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად და სამინისტროში გატარებული არაერთი სტრუქტურული რეფორმა მიზნად ისახავს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ეფექტიან გამკლავებას.

უწყებათაშორის სხდომის ფარგლებში დამტკიცდა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა. სხდომის ფარგლებში ასევე წარდგენილ იქნა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარკოვითარების 2019 წლის ანგარიშის პროექტები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics