18:28 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 14:53:40, 873 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე, „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“, ზედმეტი პატივია მათთვის

ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე, „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“, ზედმეტი პატივია მათთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა,  რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ.

მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ოპოზიციას, არჩევნების გაყალბებაზე არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, წარმოუდგინონ ისინი საგამოძიებო კომისიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.

„ბევრი ხვეწნა გამოდის, რომ შემობრძანდით, გეპატიჟებით, გუშინ საინფორმაციო ველი ამით იყო გაჯერებული და ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა. თუმცა თუ მათ რაიმე არგუმენტი, ერთი მაინც დარჩათ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, შემიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არგუმენტები წარმოადგინონ კომისიაში, თუ არადა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, იმიტომ რომ ძალიან მოატყუეს ის ადამიანები, ვინც მათ ამომრჩეველს წარმოადგენენ. ნუ იქნებიან მათზე ისეთი წარმოდგენის, რომელიც გონებრივ შესაძლებლობებს უკავშირდება. შეუძლებელია, რომ თუ რომელიმე ადამიანი ობიექტურად ფიქრობს, სიმართლეში ვერ გაერკვეს, მათ აღარ აქვთ არც ერთ კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics