|
2021-02-05 14:45:46, 729 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციის საღ აზრს მოკლებულ განცხადებებზე განმარტებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საუბრობს, რომ უკვე გვიანია, რომ დოკუმენტები უკვე გასწორებულია და ა.შ, შესაბამისად, მმართველი გუნდი მისგან განმარტებას ითხოვს. ამასთანავე, მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ოპოზიციას, ნუ შეურაცხყოფენ ქართულ საზოგადოებას ცრუ ნარატივებით. „საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალაში რჩება პირობა, რომ თუ 1%-იან სიყალბეს და გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთადერთი არგუმენტი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ფრაგმენტულად გვესმის ბოლო ხნის განმავლობაში, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ დოკუმენტები უკვე გასწორებულია და ა.შ. შეუძლებელია ჩვენ განმარტებები არ მოვითხოვოთ მათგან. ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000 წარმომადენელზე მეტი ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული, თუ ეს 11 000-ზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუემტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა ან შეიძლება სხვა ვერსია ჰქონდეთ საკუთარი აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად, მაგრამ ჩვენ სხვა ვერსიასაც მოვისმენთ. ჩვენ ბუნებრივია ყველა ამ კითხვაზე და ამ მთავარ კითხვაზე ველოდებით მათგან პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ მიაყენებნ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ-ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც წარმოადგენს ამ საზოგადოებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)