00:06 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 15:33:14, 570 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შპს „ნიუ პასაჟი“ წარმოებას აფართოვებს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბეტონის საამქრო შპს „ნიუ პასაჟის“ ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო.

შპს „ნიუ პასაჟი“ 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება.

„ნიუ პასაჟი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სამომავლოდ, წარმოებული პროდუქციით, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესშიც ჩაერთვება. ბანკის მხარდაჭერით კომპანია უახლოეს მომავალში მანქანა-დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც წარმოების გაფართოვებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. შპს „ნიუ პასაჟი“ ბაზარზე 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და აქტიურადაა ჩართული გზების სარეაბილიტაციო პროექტებში, კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ბანკის ჩართულობით, კომპანია კიდევ უფრო ავითარებს ბიზნეს. ჩვენი მიზანი სწორედ მეტი მსგავსი პროექტის მხარდაჭერაა, რათა ხელი შევუწყოთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე ადგილობრივი წარმოების და ბიზნესის წახალისებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics