|
2021-02-04 10:52:45, 645 ნახვა
ეკონომიკა
იანვარში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - იანვარში, გაიზარდა და 113.3 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, რომელიც 2020 წლის დეკემბრის ფასებს 4.3%-ით აღემატება, 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ, FAO-ს ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, მკვეთრად 7.1%-ითაა გაზრდილი. სიმინდის ფასების ინდექსი, 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 42.3%-ით აღემატება. ფასების ზრდის მთავარ კატალიზატორს, ჩინეთის მიერ სიმინდის მასიური შეძენა, მარცვლეულის შემცირებული მარაგი და სიმინდის მოსალოდნელზე ნაკლები პროდუქცია წარმოადგენს. აღნიშნულმა მიზეზებმა, იანვარში, მარცვლეულზე ფასების 11.2%-ით ზრდა გამოიწვია. ხორბლის ფასი 6.8%-ითაა გაზრდილი. ფასების ზრდა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხორბალზე მოჭარბებულმა მოთხოვნამ და მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის, რუსეთის მიერ ხორბლის გაყიდვების შემცირებამ გამოიწვია. 2012 წლის შემდგომ, თავის მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. დეკემბერთან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 5.8%-ითაა გაზრდილი. ზრდის მიზეზად, პალმის ზეთის, დაგეგმილზე ნაკლები წარმოება სახელდება. დაბალი წარმოების მიზეზი, მალაიზიასა და ინდონეზიაში არაკეთილსაიმედო მეტეოროლოგიური პირობები და მიგრანტი მუშახელის ნაკლებობაა. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი დეკემბერთან შედარებით - 8.1%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, რუსეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია. პროცესს ხელი შეუწყო, სამხრეთ ამერიკაში ჩვეულებრივზე უფრო ცხელმა კლიმატურმა პირობებმა, რამაც მოსავალი დააზარალა. 1.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მთავარი მიზეზი, წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელი, რძის დაბალი წარმოება და ჩინეთის მხრიდან, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, პროდუქციის მასიური შესყიდვა წარმოადგენდა. დეკემბერთან შედარებით, 1%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდის მთავარი მიზეზი, ბრაზილიაში ფრინველის გრიპის შედეგად, ფრინველის ხორცის წარმოებაში წარმოქმნილი შეფერხება იყო.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)