|
2021-02-03 23:44:32, 508 ნახვა
კომენტარი
მაკო გომური - თვალის პროთეზი გამიტყდა, მკურნალობას ყველამ თავის თავზე იღებდა და დღეს აღარავის ვახსოვართ
„თვალის პროთეზი გამიტყდა, მკურნალობას ყველამ თავის თავზე იღებდა და დღეს აღარავის ვახსოვართ“, - ამის შესახებ მაკო გომურმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის დროულად მოითხოვს პასუხს პრობლემას მოუგვარებენ თუ არა. „20 ივნისის მერე ნიუ ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, ხო მეორე ღამესვე მოვიდნენ და მითხრეს სადღაც 4 საათში უნდა გაფრინდე გერმანიაშიო. მეთქი, რატომ? და პასუხის მიხედვით, თურმე, ჩემი ჯანმრთელობა არის უპირველესი. რამდენიმე იყვნენ- მათ შორის ავთო თალაკვაძე, ვინც არ იცით, ბატონი ავთო იყო (ახლა დატოვა თანამდებობა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი. საკონტაქტო პირიც ის მყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვიცოდი, წასვლის დრო რომ მოვიდოდა მისთვის უნდა მიმეწერა, ან თვითონ მწერდა. ჰოდა ეს რამდენიმე რომ იყო, ყველამ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი( 20 ივნისს დაზარალებულების) ,,მკურნალობის ამბების’’ მოგვარება. ,, აი მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები’’. ,,მაკო პირადად მე...’’. ,,შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ’’ და ეგეთი თავბრუდამხვევი ფრაზები. მოკლედ, ზღაპრები. ბევრი ყოყმანის და სახლიდან თხოვნების შემდეგ დავთანხმდი და გავფრინდი. იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე. ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ - ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამივფრინდი)ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა. ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით? საკმარისზე ბევრი ვა*რაკეთ ალბათ, თავის დროზე და ახლა ცოტა დააყენეთო. იქ რეკავ, იქ დარეკეო. იქ რეკავ, ჩვენ რა შუაში ვართ, იქ მიდიო და ასე. ქართული ოცნება, საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯერ თქვენგან დავიწყებ. ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი - მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ მითხარით კი ან არა. მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ? რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ? არა, არ გაქვთ. მშვიდი ღამე აქვე, ერთი დაძახება და ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ადამიანების ნათქვამი ,,შენს გვერდით ვარ’’ უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა. უბრალოდ პრინციპის საკითხია, რატომ უნდა გადაიხადოს სხვამ ან მე, თქვენი დანაშაული და რატომ უნდა გამოასწოროს. ასე არ გამოვა“, - წერს მაკო გომური.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)