|
2015-10-04 10:40:56, 1357 ნახვა
საზოგადოება
მედეა ტუღუში: ოჯახის ექიმს უნდა შეეძლოს ყველა თერაპიული პათოლოგიის მართვა
ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას რიგითი ექიმები დადებითად აფასებენ. როგორც „ავერსის“ კლინიკის ალერგიოლოგი მედეა ტუღუში მიიჩნევს, რეფორმა ცალსახად დროული და მიზანმიმართული უნდა გამოდგეს. ტუღუშის მოსაზრებით აუცილებელია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინა პლანზე წამოწევა, ვინაიდან სწორედ ოჯახის ექიმები არიან ის ადამიანები, ვისაც პირველადი შეხება აქვთ პაციენტთან და ვინც შემდგომი ორიენტაცია უნდა მისცეს მათ. „ოჯახის ექიმს უნდა შეეძლოს ყველა თერაპიული პათოლოგიის მართვა, ის უნდა იყოს ორიენტაციის მიმცემი პაციენტისთვის. დღეს თითქოს უფრო გაიოლებულია ეს საქმე და ოჯახის ექიმებსაც სათანადო სერიოზულობით არ უყურებენ, არადა რეალურად ეჯახის ექიმი არის სწორედ ის ადამიანი რომელსაც პირველი შეხება აქვს პაციენტთან და მასზეა პაციენტის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილად დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ოჯახის ექიმის წინა პლანზე წამოწევა სრულიად გამართლებულია, ვიანიდან ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ეს შეამცირებს ხარჯებსაც. რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი იქნება კვალიფიციური და სრულყოფილად უნდა შეასრულოს თავისი საქმეს. წარმოიდგინეთ, რამდენის დაზოგვას შეძლებს სახელმწიფო და პაციენტიც, როდესაც ის კი არ მივა ვიწრო სპეციალისტთან და ცალ–ცალკე კი არდაიწყებს ყველაფრის კვლევას, არამედ მივა ოჯახის ექიმთან და ის შემდეგ სწორ ორიენტაციას მისცემს პაციენტს“, – აცხადებს მედეა ტუღუში. „პირადი გამოცდილებიდან და იმ ექიმებზე დაყრდნობით, ვისთანაც შეხება მაქვს, შემიძლია განვაცხადო, რომ ნამდვილად არ არიან ჩვენი ექმები დაბალი კვალიფიკაციის. რა თქმ უნდა, კარგი იქნება ტრენინგების ინტენსიფიკაცია, სადაც ექიმები შეძლებენ ინფორმაციის გაცვლას და ცოდნის გაღრმავებას, ასევე კარგი იქნება მეტი კოორდინაცია იყოს ექიმებს შორის, რათა მათ შეძლონ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება. ასევე მინდა შევეხო ექიმების ანაზღაურებასაც, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს,“ – განაცხადა ტუღუშმა. ექიმი მედიკამენტების ფასების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ფასები მაღალია, თუმცა ამ კუთხით არ ვართ გამონაკლისები, რადგან ხარისხიანი მედიკამენტი იაფი არასოდეს ღირს. „ამის მიხედავად უნდა ინახოს გზა, რომლითაც ფასები დაბალანსდება, რათა ადამიანები არ დარჩნენ მკურნალობის და მედიკამენტების გარეშე და აქ გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობაც“, – მიაჩნია ტუღუშს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)