|
2015-10-03 16:47:06, 818 ნახვა
საზოგადოება
გეგა გობეჯიშვილი „ჰოლიდეი ინნ“-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივიდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მივიდა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. როგორც გობეჯიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მხარს რევაზ არველაძეს დაუჭერს. ცნობისთვის, გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სამართალდაცველებმა გვიან ღამით დააკავეს. ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გობეჯიშვილი 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე დღეს გეგი გობეჯიშილის გათავისუფლებამდე საარჩევნო ყრილობის დაწყებას აპროტესტდება. „მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს, ყველა კანდიდატს, ყველა დელეგატს, აღმასკომს, და აღმასკომის თავმჯდომარეს, სანამ ბატონი გეგა გობეჯიშილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, მანამდე არ დაიწყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და მე ამ მოწოდებაში ვარ მართალი, ვარ უმეტესობაში. ამიტომ, მინდა დანარჩენებსაც ვუთხრა, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვტილება ამ წუთში“, - განაცხადა რეზი არველაძემ. შეგახსენებთ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვის.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)