|
2021-01-29 09:54:00, 562 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ. მხარეებმა, საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს და ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე. გივი მიქანაძის თქმით, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით, საქართველოში არსებული სიტუაცია დადებითად იქნა შეფასებული. ქართველმა პარლამენტარებმა, დუნია მიატოვიჩს გააცნეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების უახლოესი გეგმები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, პენიტენციური სისტემის შემდგომი რეფორმირებისთვის, იურიდიულ კომიტეტში დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით წარიმართება. „შეხვედრისას, ასევე აღინიშნა, რომ სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, როდესაც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ტარდება საჯარო განხილვები. პარლამენტის აქტიური ზედამხედველობით სამინისტროების პირველი პირები წარადგენენ ანგარიშს ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის შესრულებასა და განხორციელებას", - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)