|
2021-01-28 12:59:04, 863 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ვირუსთან ბრძოლის პირობებში გიგა ბოკერიას განცხადება ქვეყნის მიმართ ომის გამოცხადებაა
3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ საზოგადოებას რევოლუციისკენ მოუწოდებს, სასაცილოა, - ასე ეხმაურება ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ,,ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში მსგავსი განცხადებები საკუთარი ქვეყნის მიმართ ომის გამოცხადებას ნიშნავს. ,,3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს საზოგადოებას და თან ვალდებულებას აკისრებს, როგორც მინიმუმ არის სასაცილო. მე მგონია, რომ იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ომია ვირუსის წინააღმდეგ, მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, ამ დროს ასეთი განცხადებები არის ომის გამოცხადება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ეს არის დამაზიანებელი. თუმცა, მათ დიდად არაფრის თავი არ აქვთ. მათ აქვთ საშუალება, რომ დაუბრუნდნენ კონსრრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს და მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის, პარლამენტარიზმის სასარგებლოდ. შემოვიდნენ პარლამენტში. ბოკერია ისედაც ვერ შემოდის, ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, რომ ქვეყანა ჩამოაქციოს. არ გამოუვა, ამის გარანტიას ვაძლევ ყველას და განსაკუთრებით პირადად მას. სხვებს, ვისაც მისი ბულინგის დაქვემდებარება ესირცხვილებათ, შეგვიძლია მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ, რომ რეალობას ნუ მოწყდებიან, მოვიდნენ პარლამენტში და გააკეთონ საქმე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)