|
2021-01-25 19:30:42, 679 ნახვა
მსოფლიო
ფილმში ნაჩვენები ქონება მე არ მეკუთვნის - პუტინმა ნავალნის საგამოძიებო ფილმზე პირველი კომენტარი გააკეთა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, რომელშიც ოპოზიციონერი ირწმუნება, რომ ვლადიმერ პუტინი ფლობს უზარმაზარ სასახლეს გელენჯიკის მახლობლად. როგორც ვლადიმერ პუტინმა სტუდენტებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს აღნიშნა, ფილმში ნაჩვენები ქონება მას არ ეკუთვნის. „არაფერი, რაც ამ ფილმში ჩემი ქონების სახით არის ნაჩვენები არც მე, არც ჩემს ნათესავებს არ ეკუთვნის და არც არასოდეს ეკუთვნოდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფილმი თავად არ აქვს ნანახი, თუმცა თანაშემწეებმა მას ფილმიდან ამონარიდები აჩვენეს. მანვე დასძინა, რომ ფილმში მონაწილე ადამიანთა ნაწილს, არც კი იცნობს. „ადამიანებიდან, რომლებიც ამ ფილმში არიან, ვიღაცას ვიცნობ, ვიღაც ჩემი მეგობარია, ზოგიც ყოფილი კოლეგაა. ზოგი შორეული ნათესავი, ზოგი ნაცნობი. არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, ზოგს კი, შორიდან", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა. ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად პუტინის სასახლეს ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)