09:22 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 13:13:59, 1090 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე დემონსტრანტების დაკავება დაიწყო (ვიდეო)

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე დემონსტრანტების დაკავება დაიწყო.

„ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხაბაროვსკში მიტინგზე 1 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით აქციაზე დაიწყო დაკავებები. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტს სცემეს.

400-მდე მომიტინგე შეიკრიბა იუჟნო-სახალინსკში. აქციებზე ისმოდა შეძახილები - „თავისუფლება ნავალნის!“, „ჩვენ ძალა ვართ!“, „რუსეთი უნდა იყოს თავისუფალი!“.

ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ვლადივოსტოკის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც ასევე მიმდინარეობს დაკავებები. მედია იუწყება, რომ დაიწყო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.

ირკუტსკში აქციაზე 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქცია გაიმართა ნოვოსიბირსკში, ლენინის მოედანზე, სადაც 1.5 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები რუსეთის ჰიმნს მღეროდნენ. ისმოდა შეძახილები - „წადი!“.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 90-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართება. მედიის ინფორმაციით, რუსეთი გარდა აქციები დაანონსებულია პარიზში, ბერლინში, რომში, მადრიდში, ლისაბონში, ამსტერდამი, ჰელსინკში, პრაღაში, ვარშავაში, თელ-ავივში, ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში.









ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics