09:21 - 29 Sep, 2026
|
2021-01-23 12:07:00, 898 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო
დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად აქციები დაიწყო, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა აქცია სახელწოდებით „თავისუფლება ნავალნის!“ რუსეთის 93 ქალაქში დააანონსეს. აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება. აქციები უკვე დაწყებულია ციმბირში. თითქმის ორმოცდაათი სოლიდარობის აქცია საზღვარგარეთ არის დაგეგმილი, მათ შორის პარიზში, ბერლინში, რომში, მადრიდში, ლისაბონში, ამსტერდამი, ჰელსინკში, პრაღაში, ვარშავაში, თელ-ავივში, ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში. შეგახსენებთ, რომ ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსეი ნავალნი დააკავეს. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)