|
2021-01-23 11:57:09, 649 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონის განცხადებით, COVID-19-ის ახალი შტამი შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ვარაუდისთვის რამდენიმე მტკიცებულება არსებობს. „გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ახლა უკვე არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ლონდონში და სამხრეთ აღმოსავლეთით გამოვლინდა, შეიძლება ასოცირებული იყოს სიკვდილიანობის უფრო მაღალ ხარისხთან“, - აცხადებს ბორის ჯონსონი. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა, ლონდონის კოლეჯმა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ და ეგზტერის უნივერსიტეტმა კორონავირუსის ახალ შტამზე მტკიცებუელბები შეაგოვეს. ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის საშიშროების მრჩეველთა ჯგუფის (Nervtag) მეცნიერებმა შეაფასეს და დაასკვნეს, რომ არსებობს „რეალისტური შესაძლებლობა“, რომ აღნიშნული შტამი შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს. გაერთიანებული სამეფოს მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით არსებული მონაცემები ჯერჯერობით მყარი არ არის. „მინდა აღვნიშნო, რომ ამ რიცხვების გარშემო ბევრი გაურკვევლობაა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა, რათა მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია მასზე“, - აცხადებს ვალენსი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)