|
2021-01-22 12:30:44, 579 ნახვა
პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ცალმხრივს და პოლიტიზირებულს უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ანატოლი ბიბილოვი აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დოკუმენტი ცალმხრივი და პოლიტიზირებულია. მისივე განცხადებით, დოკუმენტში არაფერია საერთო ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან. „ამ დოკუმენტში არაფერია საერთო ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან, ცაკარნახევია კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსით, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაგმობაზე და ქართველი სამხედროების დანაშაულზე“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. მანვე დასძინა, რომ 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ „აგრესორმა“, კერძოდ, საქართველომ დაიწყო. „სტრასბურგის სასამართლოს წარმოუდგენელი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეღიარებინა აშკარა რამ, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, სწორედ ქართულმა ჯარებმა დაიწყეს და რუსეთმა შეძლო მიეღო გადამწყვეტი ზომები აგრესორის წინააღმდეგ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)