15:13 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 12:31:32, 572 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - ოპოზიციასთან ჩვენი გზები გაიყო

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მათი გზები გაიყო.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ოპოზიციამ გუშინ მოაწყო კოლექტიური სასამართლო სადაც განაცხადეს, რომ „მოქალაქეები“ ოპოზიური ძალა არაა. იოსელიანი ამ განცხადებას სისულელეს უწოდებს.

„ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების არის გაჭედილი პროცესი არ მიდის წინ. ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა და მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება. ჩვენი გზები გაიყო. დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ. ოპოზიციის ერთობას რომ გამოვეთიშეთ მე მგონი ეს თავად ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რა სრული სისულელეა“, - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა ნახევარფინალში გამარჯვებული არგენტინა დააჯარიმოს
ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ახალ ფაზაშია, აშშ-მა ირანზე იერიშის მე-6 ტალღა განახორციელა
ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს
მარნეულში შვილმა მამა მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics