|
2015-10-02 14:58:18, 577 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მთავარია, „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა გააგრძელოს
"მთავარია, „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა გააგრძელოს",- ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო ფუნქციებს ახორციელებს და ისურვებდა, მისი როლი არავინ დააკნინოს. „მთავარია, „რუსთავი2“-მა გააგრძელოს მაუწყებლობა, გააშუქოს ის სიახლეები, რაც ჩვენს ქვეყანაშია. რაც შეეხება საჯარო რეესტრს, ის არის საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი ინსტიტუტი და ვისურვებდი, რომ არც ერთმა, მათ შორის, მედიახელმძღვანელმა, არხის ხელმძღვანელმა, არ დააკნინოს მისი როლი. კერძო დავაზე კი, ვისურვებდი, მოსამართლემ რაც შეიძლება მალე დაასრულოს განხილვა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარყო ინფორმაცია, თითქოს სააგენტოს არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ. როგორც სააგენტოში განმარტავენ, შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge). მათივე ცნობით, გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’ საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)